ჯანსუღ კახიძის სახელობის მერვე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება ცნობილი მომღერლისა და პროდიუსერის, ჩაინა მოზესის, მისი ბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურა, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.
ჩაინა მოზესმა 12 წლის განმავლობაში 800-ზე მეტი შოუ გამართა. ის არაერთ საერთაშორისო სატელევიზიო და კინოპროექტში მონაწილეობს. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-დან 23 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები.