ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო მონაცემები „კოვიდ-19“-ის გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამაძლიერებელი დოზის საჭიროებასთან დაკავშირებით, შეხვედრა მკვლევარებმა და მარეგულირებელმა ექსპერტებმა გამართეს.