გრიპის შემთხვევები და მისი პრევენციის გზები – ამ თემაზე იაშვილის კლინიკის დირექტორმა პრესკონფერენცია გამართა. ივანე ჩხაიძის თქმით, წელს ქვეყანაში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელზე ადრე დაიწყო და ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ჰონკონგის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც კორონავირუსის მსგავსად, მაღალი ტემპერატურა, სახსრებისა და ყელის ტკივილი ახასიათებს. მისი გარჩევა კოვიდისგან, ექიმების თქმით, მხოლოდ ტესტირების შედეგად არის შესაძლებელი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების პიკური პერიოდი დეკემბერ-იანვარი იქნება. ამიტომ ისინი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ 22 ნოემბრის ჩათვლით, აცრა უფასოა.