პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას. პარლამენტს მარსაგიშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.