იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება

განახლებული მთავრობის გარდა, პარლამენტს პროტესტის ფონზე მოუწევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვაც.

იუსტიციის საბჭოში კანდიდატურების შერჩევის პროცესი დასრულდა. 137 მსურველიდან საბოლოოდ არჩევანი 20 კანდიდატზე გაკეთდა, რომლებიც დღეს 50 კანდიდატურას შორის ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს. შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე და იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეც. სია ახლა პარლამენტს გადაეგზავნება და სწორედ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება მთავარი ეტაპი. თუმცა სიაში მოხვედრილი რამდენიმე კანდიდატის მიმართ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს კითხვები აქვთ. პრეტენზიები მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციას და ბიოგრაფიას ეხება.