იუსტიციის საბჭოს სხდომა 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ასრულებს. საბჭო 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას დღეს ჩაატარებს. კანონის მიხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს. ამის შემდეგ კიდევ ერთი კენჭისყრა ჩატარდება. საბჭოს წევრები შერჩეულ 20 კანდიდატს, კენჭს უკვე სათითაოდ უყრიან. ასე უნდა შეიქმნას პარლამენტისთვის გადასაგზავნი სია.

პროცესს ქეთი ქაშაკაშვილი აკვირდება, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.

დატოვე კომენტარი