იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. საბჭო სულ 11 საკითხზე იმსჯელებს.

სასამართლო რეფორმის სტრატეგია იქნება სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს დაამტკიცა.

საბჭო ასევე იმსჯელებს თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლეთა საკითხის დამტკიცების თაობაზე.