იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრაზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრაზე იმსჯელებს. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა.

როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, არამოსამართლე წევრებს ხელფასი გაეზრდებათ.

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება სავარაუდოდ, იმან განაპირობა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ყოველთვიურად ეძლევა დანამატი და იქიდან გამომდინარე, რომ არამოსამართლე წევრის ხელფასი უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასის შესაბამისი, საჭირო გახდა ცვლილება.

„კანონის თანახმად, არამოსამართლე წევრის ხელფასი უნდა იყოს თანაბარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოსი, ამჟამად რეალურად ასეც არის, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები იღებენ დანამატებს, რომელიც ზრდის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. ჩემი აზრით, რის გამოც ეს საკითხია შემოტანილი, რომ მოსამართლეს ყოველთვიურად ეძლევა დანამატი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.