„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ – იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის მუშაობა შეაჯამა. ანგარიში გოჩა ლორთქიფანიძემ წარადგინა და იუსტიციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები; უწყებათაშორისი საქმიანობა ტრეფიკინგის, კორუფციასთან ბრძოლის, ნარკოდანაშაულის მონიტორინგის მიმართულებებით; ასევე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა და კოვიდთან ბრძოლა იუსტიციის სისტემაში – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას ხათუნა გაგნიძე ესწრებოდა – თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს.