იუსტიციის მინისტრის განცხადება - გიული ალასანიას პოზიცია

განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით გიული ალასანიამ მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის დედა იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლონელ ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

რაც შეეხება თავად ექიმის ქცევას, ალასანიას შეფასებით, მედიკოსს არანაირი წესი არ დაურღვევია. გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ ვიდეოჩანაწერებით ხელისუფლება ცდილობს, ევროპარლამენტისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები გადაფაროს.

თავად კლინიკის ადმინისტრაციისთვის კი უცხოელი მედიკოსის ქცევის მიზეზი გაურკვეველია, რადგან კლინიკის დირექტორის თქმით, ექიმს ნიმუშის გატანა კანონის დაცვით შეეძლო და აღნიშნულს სამედიცინო დაწესებულება არ ზღუდავს.