იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხარი დაუჭირა, ესენი არიან – გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი. კანდიდატების წინააღმდეგ ლევან იოსელიანი წავიდა.

ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს, მმართველი გუნდი კი, სასამართლო რეფორმის გატარებაზე საუბრობს.