იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აია სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს. იუნესკო-ს განცხადებით, მეჩეთად გადაკეთების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეჭვის ქვეშ აყენებს აია სოფიას უნივერსალურ ღირებულებას, რომელიც ქვეყნების საზღვრებსა და თაობებზე მაღლა დგას.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნები ვალდებულნი არიან, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არსებული ძეგლების სტატუსის ცვლილების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება იუნესკო-სთან შეათანხმონ, რათა გადაწყვეტილებას მსოფლიოს მემკვიდრეობის კომიტეტმა გადახედოს. „სამწუხაროა, რომ თურქეთმა გადაწვეტილება დიალოგისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო“, – წერია იუნესკო-ს ოფიციალურ განცხადებაში.