ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, ისრაელში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან. დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – წერია საელჩოს განცხადებაში.