დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. როგორც შტატების ლიდერმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს, თუმცა ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიბანს არ აქვს ინფორმაცია ისრაელთან რაიმე სახის სამომავლო კონტაქტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა. ლიბანელი ოფიციალური პირების ცნობით კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.