ისრაელმა 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. გადაწყვეტილება „ომიკრონის“ გავრცელებას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი ტალღის პიკურ პერიოდში დღიურად შესაძლოა, 50 000-მდე ადამიანი დაინფიცირდეს, რისი გამკლავებაც ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.