ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება

ღაზა ისრაელის სამხედროების მიერ ალყაშია მოქცეული, – ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისინი ზეწოლას „ჰამასზე“ ყოველდღიურად აძლიერებენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ არ აქვთ სურვილი, მართონ ანკლავი ომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, როგორც მედია წერს, მინისტრმა ღაზას „ადამიანის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტერორისტული ბაზა“ უწოდა და თქვა, რომ ღაზაში სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადიოდა გვირაბები, სადაც განთავსებული იყო იარაღის საწყობები, საკომუნიკაციო ოთახები და სამალავები მებრძოლებისთვის.