ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული მორიგი იერიში – ამჯერად ავიადარტყმას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვი და შვიდი ქალია. მანამდე „ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის ორგანიზაციის 16 წევრი იყო. მათ შორის, მაღალი რანგის ლიდერი იბრაჰიმ აქილი და კიდევ ერთი მეთაური, აჰმედ ვაჰბი, რომელიც ღაზას ომის დროს „რადვანის“ სპეციალური ძალების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში ეს ისრაელის მიერ ჰეზბოლას ლიდერებზე განხორციელებული მეორე საჰაერო იერიშია.
თაკო მუშკუდიანი დეტალებით.