„რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ციხეებში იმყოფება 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათასზე მეტი სამოქალაქო პირი“, – ამის შესახებ კი განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ირინა ვერეშუკმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საკითხზე დეტალურად ისაუბრა. მისივე განცხადებით, ყველაზე მეტად მას ქალების ბედი აღელვებს, რადგან რუსეთის ძალების მიერ დაპატიმრებულებს შორის 500-ზე მეტი ქალია. ვერშჩუკის ინფორმაციით, ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება.