ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენება

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი კიდევ ერთი მოქალაქე ოკუპირებულ რეგიონში.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოფიციალურ თბილისს ცოტა ხნის წინ გადასცა. ცხედარს უახლოეს საათებში სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება. მანამდე კი გარდაცვლილის ცხედარი ზედაპირულად ენგურის ხიდზევე დაათვალიერეს ექსპერტებმა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა.

მერაბ წულუკიძე პირდაპირ ეთერში.