ირაკლი კვარაცხელიას საქმე 

დასავლეთ საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთის უკანონო საზღვარი.

ადგილზე ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენებას ელოდებიან. საქართველოს მოქალაქე რუსმა სამხედროებმა 10 მარტს დააკავეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა. დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს დაღუპულის ოჯახი.

ბოლო ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის.