ირაკლი კირცხალიას განცხადება

12:06, 30.09.2026

ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს მწვავე კრიტიკით პასუხობს. „მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მართლაც საინტერესო იქნებოდა. საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა. თუმცა, თუ თქვენი განცხადებების ბოლოდროინდელ შინაარსსა და განვითარების მიმართულებას გავითვალისწინებთ, ბევრად დიდი შანსია, „სააკაშვილის გზა“ განაგრძოთ და ამჯერად, საკუთარი თავი უახლესი საქართველოს მამად წარმოგვიჩინოთ“, – წერს კირცხალია.

მსგავსი