სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ინტერესების დამცველი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ექვს პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ყველა მათგანს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.