იონას საქართველო - მეოთხე სერია

კალმასობა უხიფათო საქმე სულაც არ გამოდგება. თუკი, ამირეჯიბის მამულში მახვილგონიერი და ხალისიანი სადილობა მიმდინარეობს, მროველი ეპისკოპოსი იმ სირთულეების შესახებ უამბობს იონეს, რაც მის ყოველდღიურობას ახლავს, ხოლო აბაშიძეებთან სტუმრად მყოფი იოანე, იქ გასაყიდად დაბორკილ ტყვეებს ნახავს და თავადაც მოტაცების და ოსმალეთში გაყიდვის საშიშროებას დაინახავს.

იონას საქართველო

სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.

პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე

ეპოქა

ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

 

 

 

დატოვე კომენტარი