იონას საქართველო - მეცხრე სერია

მეფე ერეკლეს ბავშვობიდანვე მცნობმა იოანემ თელავში თავისი აღმზრდელი, სემინარიის განთქმული დავით რექტორი მოინახულა, დაესწრო სემინარიის დახურვის ცერემონიალს და მატანისკენ გასწია, რათა მონასტრისთვის ღვინო ეთხოვა ჩოლოყაანთ კარზე. იქედან კი მოკალმასენი ფშავში ავიდნენ, სადაც კეთილი დახვედრა და საკალმასო შესაწირიც მიიღეს იქაურებისგან.

იონას საქართველო

სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.

პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე

ეპოქა

ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.