პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს დაგეგმილი მსხვილი ეკონომიკური პროექტები. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. იმსჯელეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივებზე, სამთო მრეწველობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს განათლების სისტემასა და შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.