ზაზა გახელაძე დეტალებზე საუბრობს, თუ რა პირობებში იმყოფებოდა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ორი დღის წინ გათავისუფლებული ზაზა გახელაძე დღეს ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბრობს.
დღეს ზაზა გახელაძე დეტალებს, თუ რა პირობებში იმყოფებოდა ერთი წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, როგორ მოხდა მისი დაკავება და გათავისუფლება.
ჟურნალისტებთან გახელაძის ოჯახის წევრებმაც ისაუბრეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან 14 ივლისს გათავისუფლდა.
ნინო ფისაძე დეტალებით.