თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა.
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ქვეყანაში არის ტრაგიკული შემთხვევები და მოსახლეობის ნაწილი სამართლიანად გამოხატავს აღშფოთებას, თუმცა, ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სასუნთქი აპარატის უქონლობის გამო, ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა.
ეპიდემიოლოგიური ვითარება და Covid-19-ის კლინიკური მართვა – თენგიზ ცერცვაძე „დღის თემაში“ #LIVE
დღის თემა