ინსპექტორის ინსტიტუტი

მათ ბევრი უჩივის, მაგრამ თითქმის არავინ დაუსჯიათ. არადა, მოსამართლეების უსამართლობაზე ქვეყანაში, უკვე წლებია, საუბრობენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების წინააღმდეგ შესული ასობით განცხადებიდან დისციპლინურ საბჭომდე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი საქმეები აღწევს. ამ ხარვეზის გასწორება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით სცადეს. თუმცა, ახალი ინიციატივით, კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ პროცედურა კიდევ უფრო რთულდება.

სანამ თქვენი სარჩელი სადისციპლინო კომისიამდე მიაღწევს, იუსტიციის საბჭოს გარდა, მან კიდევ ერთი რგოლის – სასამართლოს ინსპექტორის – ხელში უნდა გაიაროს.  მის შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო.