თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით, მდინარე ხრამის ხეობაში ინფოტური მოეწყო. ორგანიზატორი საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ იყო. ღონისძიების მიზანი ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის – ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაციაა. ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებსა და ტურისტული მარშრუტის სამომავლო პერსპექტივებს.