ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. წლიური ინფლაციის დონე 13,9 პროცენტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ყველაზე მეტად ზეთის ფასმა მოიმატა – 24,5 პროცენტით, ბოსტნეული თითქმის 21 პროცენტით გაძვირდა.
20 პროცენტით პური და პურპროდუქტები, ხოლო თევზეული 16 პროცენტით, რძის პროდუქტები და კვერცხი 15 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ხორცი და ხორცპროდუქტები ათი პროცენტით.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაზაფხულიდან ინფლაცია ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს მიუახლოვდება.