ინციდენტი თბილისში

ინციდენტი თბილისში, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელს ვაჟა ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბუაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეომასალა, სადაც დაპირისპირების გარკვეული ეპიზოდია აღბეჭდილი.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, საბურთალოს შტაბიდან გამოსვლისას, ადგილზე პროვოკატორები დახვდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები ესროლეს, დანის გამოყენებით კი ემუქრებოდნენ. ბუაძე განმარტავს, რომ შესაბამისი რეაგირების მიზნით, მისმა თანამშრომლებმა 112-ზე დარეკეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.