ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენენ ოფიციალურად ბრალს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებულ პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით წასულიყვნენ. ის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით აიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.