განათლების სამინისტრო რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალებს კარგად იცნობენ. ამჯერად კი შემდგომი რეაგირებისთვის, სოციალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნებს ელოდებიან.
შეგახსნებთ, რომ მუსიკის პედაგოგი, ერთ-ერთ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა. მასწავლებელი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. ის გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.
ბრალდებას უარყოფს მოსწავლის დედა. მასწავლებელს ძალადობაში თავად ადანაშაულებს და ჰყვება, რომ პედაგოგმა მის შვილს ჯერ კიდევ აპრილში სცემა. მშობლის განმარტებით, გუშინდელი ფაქტის შემდეგ, გოგონა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.