ინციდენტი ბერლინის პრაიდზე – გამოხმაურება
ბერლინში მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კი მომხდარს „თავისუფალ და ტოლერანტულ საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმა“ უწოდა. დანაშაულს ეხმაურება იტალიის პრემიერ-მინისტრიც. ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობის სახელით ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო, გერმანიას გულწრფელ თანადგომას უცხადებს.