ინციდენტი ბერლინის პრაიდზე
ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილი შევარდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, 16 კი – დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ეჭვმიტანილი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც 2200-ზე მეტი სამართალდამცველია ჩართული. შემთხვევის ადგილზე მივიდა ბერლინის მერიც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის „თავდასხმა თავისუფალ და ღია საზოგადოებაზე“.