იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი, თემურ მიქელაძე კოვიდპანდემიის რისკებსა და ვირუსის გავრცელების პიკზე საუბრობს. მისი თქმით, „კოვიდ-19“-ს, ისევე როგორც გრიპის ვირუსს ახასიათებს ცხელება, ყელის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. ასევე, თავისა და წელის ტკივილი. მისივე ინფორმაციით, დაახლობით ორ კვირაში სეზონური ვირუსების შემთხვევათა მატებაა მოსალოდნელი, რაც სიტუაციას გაართულებს. მედიკოსი მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.