გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ლევან დავითაშვილმა, სამინისტროსა და სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ვაქცინაცია ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე დროში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.