ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები

ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ ცინცაძე. მისი განცხადებით, თელავის და ლანჩხუთის გუნდებს შორის მატჩის უკანონო გარიგებაში ლანჩხუთის მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილიც მონაწილეობდა. ამას კი, მისი სიტყვებით ადასტურებს გიორგი ინაიშვილი,  რომლისგანაც მსაჯმა მერის თანდასწრებით აიღო თანხა.

ბრალდებებს უარყოფენ გარდაცვლილი ილო ტუღუშის ოჯახის წევრები და ლანჩხუთის მერი. ალექსანდრე სარიშვილი ბრალდებას უსაფუძვლოს და სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, ნუგზარ ცინცაძე ამ ფორმით მუნიციპალურ სამსახურში მისი საქმიანობის შესწავლის საქმეს პასუხობს.

შეგახსენებთ, მსაჯი ილო ტუღუში გასული წლის დეკემბერში მალთაყვის ტყეში დაღუპული იპოვეს.

ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის და პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის მუხლებით მიმდინარეობს.