ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქართველი მსაჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქართველი მსაჯის – ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან კობიაშვილი გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს, მედიის წარმომადგენლებს კი ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. კობიაშვილის თქმით, ილია ტუღუში არ ყოფილა დაკავშირებული “გურიას” და “თელავს” შორის გამართულ მატჩთან და მას არასდროს უმსაჯია ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის არცერთი მატჩისთვის.

ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ილია ტუღუში მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებს და რეგიონულ გათამაშებას. ქართველი მსაჯის – ილია ტუღუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 6 დეკემბერს გავრცელდა.