ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

11 საათის განმავლობაში იკითხებოდა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას დირექტორის მოადგილე ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ნუგზარ ჩხაიძემ განაცხადა, რომ გაუთქმელობის პირობას მოაწერა ხელი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვების შინაარსზე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება ე.წ. გაყიდულ თამაშებს, ამ საკითხზე, კლუბის დირექტორის მოადგილისთვის შეკითხვა არ დაუსვამთ. ასევე, ჩხაიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის მიერ დასახელებული ორ პირი, გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი 7 დეკემბერს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.