„ლანჩხუთის გურიას“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მსაჯ ილო ტუღუშთან თანხასთან დაკავშირებით იყო მისული
„ლანჩხუთის გურიას“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მსაჯ ილო ტუღუშთან თანხასთან დაკავშირებით იყო მისული

შსს-ს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის გურიას” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე იკითხება.  ჩხაიძე ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმეზე აძლევს ჩვენებას. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლის წინ განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას.

,,მე ერთხელ უკვე დამკითხეს ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ლანჩხუთში. მათ კითხვებს გავეცი პასუხი. ახლა უცნობია სხვა დამატებით რა კითხვები აქვს გამოძიებას. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებას, დიახ, ვიაღიარებ, მე ვიყავი მისული თანხასთან დაკავშირებით. ოჯახი ახლა ისეთ სიტუაციაშია, ვერ გაამტყუნებ. ყველაფერს დაადგენს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს”, -განაცხადა ჩხაიძემ. 

 

ილო ტუღუში მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, გარდაცვლილი 7 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

საქმეზე გამოძიებას ფოთის პოლიციის სამმართველო აწარმოებდა, თუმცა გაირკვა, რომ საქმე სამხარეო პოლიციის სამმართველოს გადაეცა. თუ რატომ ამაზე ჯერ შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია.