ჩინეთში, ქალაქ იანჯოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დახმარებას ითხოვდნენ, საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან. საქართველოს ელჩის განცხადებით, მოქალაქეები პეკინის დროით საღამოს გამოფრინდებიან და ისინი ხვალ უკვე თბილისში იქნებიან. რაც შეეხება უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩის განცხადებით, ისინი კარგად არიან. მათ საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ.