უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, გერმანია გარანტიებს ვერ იძლევა – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მას ამის დიდი სურვილი აქვს, თუმცა ეს დაპირება სამხედრო საშუალებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „ამიტომ მე მომიწია მკაფიოდ მეთქვა – არასაფრენი ზონები არ იქნება“, – განაცხადა ბერბოკმა. ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი და მოკლული ბავშვების ისტორიები გაიხსენა. მისი თქმით, ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ახლა პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია.