ჰანტერ ბაიდენის საქმე

წარდგება თუ არა სასამართლოს წინაშე შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი. ჰანტერ ბაიდენის საქმეს პროკურორი დევიდ ვაისი ახლა უკვე სპეციალური პროკურორის სტატუსით შეისწავლის. უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ, ვაისს საშუალება ექნება, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ საქმე არა მხოლოდ დელავერის, არამედ კოლუმბიისა და კალიფორნიის ოლქებშიც აღძრას. საუბარია ისეთ შესაძლო დანაშაულებზე, როგორებიცაა გადასახადებისგან თავის არიდება, უკანონო ლობირება და ფულის გათეთრება. ცოტა ხნის წინ მხარეებმა საპროცესო გარიგების დადებაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ სავარაუდოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილს კითხვებზე პასუხის გაცემა სასამართლოს დარბაზში მოუწევს.

მოამბე