„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

ისრაელს რაკეტებით თავს გამთენიისას დაესხნენ – შედეგად დაღუპულია სულ მცირე 22 და დაშავებულია ისრაელის 545 მოქალაქე. ისრაელმა ღაზას სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით ტერორისტულმა დაჯგუფებამ „მძიმე შეცდომა“ დაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა

„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა