გვარამია-სააკაშვილის დაპირისპირება

12:08, 19.08.2026

მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები ოპოზიციის ნაწილს და დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის. პოლიტიკური შეფასებები არ წყდება. ნიკა გვარამია სააკაშვილს მწვავედ პასუხობს. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ყოფილ პრეზიდენტს ტყუილების თქმაში ადანაშაულებს და მის გამოსვლებს „ტალახში გორიალად, უპასუხისმგებლობად, უსინდისობად და არასერიოზულად“ აფასებს. განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებასა და პოლიტიკურ კორუფციაზე, გვარამია სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ „წერტილს სვამს“, თუმცა, რას გულისხმობს არ აკონკრეტებს. შეგახსენებთ, სააკაშვილმა პოლიტიკურ კორუფციასა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოფილი წევრების წასვლაზე ისაუბრა და მიზეზად დიდი ფულის გადახდა დაასახელა. ექს-პრეზიდენტმა ძმები გილაურები საბანკო მაფიის წარმომადგენლებად მოიხსენია და თქვა, რომ მათ ,,ნაციონალური მოძრაობის” დასაშლელად და ახალი ძალის შესაქმნელად პოლიტიკოსებს ფული მისცეს.

მსგავსი