გურამ დოჩანაშვილი იუბილარია

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა. თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა რომანმა – „სამოსელი პირველი“.

გურამ დოჩანაშვილი ამჟამადაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმად ყოფილზედა“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა. მისი შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე,  ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. დაჯილდოვებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით.