Guns N’ Roses-ის კონცერტი

12:40, 31.05.2025

 შეკვეთილში ლეგენდარული როკ-ბენდის, Guns N’ Roses კონცერტი გაიმართა. მელომანებს „ციცინათელას პარკის“ ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილმა საფესტივალო ქალაქმა უმასპინძლა. კონცერტი ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ სცენაზე როკის ლეგენდები გამოვიდოდნენ, საფესტივალო ქალაქში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ე.წ. საფორთ ბენდი „რაივალ სანს“ წარდგა.

შეგახსენებთ, რომ ეს Starring Georgia-ს წლევანდელი მუსიკალური სეზონის პირველი ღონისძიება გახლდათ. 2025 წლის „ვარსკვლავთცვენა“ გრანდიოზულად გაგრძელდება 23 ივლისს „დინამო არენაზე“, სადაც კონცერტს ჯასტინ ტიმბერლეიკი გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს.

მსგავსი