ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი 

12:33, 14.11.2026

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ცხრიდან ცამეტი ნოემბრის ჩათვლით, თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ფინალისტები მაყურებლების წინაშე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით წარდგნენ. ხვალ კი პირველად OPERA CROWN-ის ისტორიაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო, შემაჯამებელი გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეხუთე კონკურსის გამარჯვებულები და წინა წლების ლაურეატები. წელს კონკურსში 55 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 24 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა.

მსგავსი