სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემები“ პრემიერა
ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა და ქართველი კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოების პრემიერა: ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 ნოემბერს ანასტასია ჯულაყიძე ორი წლის წინ შექმნილ „სატურნის პოემებს“ წარმოადგენს. სავიოლინო კონცერტის შემდეგ საღამოს მეორე ნაწილი საოპერო შემსრულებლებს დაეთმობათ.
მსოფლიო კლასიკური და საოპერო მუსიკის შედევრებს ცნობილი არტისტები შეასრულებენ. აუდიტორია არიებთან ერთად, გუსტავ მილერის შემოქმედებიდან ვოკალურ ციკლს მოისმენს.